ქართული ოცნების მმართველობის კიდევ ერთი სიმბოლო - ტიტუშკები პლედით. მმართველი პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას სპეციფიკური დავალება ჰქონდათ. ახალგაზრდებს აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს პრეზიდენტისთვის ლაზერი უნდა მიენათებინათ. ტიტუშკები სასტუმროს ტერასაზე განლაგდნენ, ლაზერის გამოყენების პროცესში კი მათ აქციის მონაწილეებმა მიაგნეს. ტიტუშკები სახეებს მალავდნენ, თავზე კი პლედებს იფარავდნენ, თუმცა მათი ვინაობა დადგენილია.
"ოცნების" პროვოკატორები ლაზერით
21 ოქტ 202420:03
3 წუთის საკითხავი